საიუბილეო

ორცხობილის Юбилейное ისტორია 1913 წლიდან იწყება, პირველად იგი მოსკოვში, ფრანგი პარფიუმერის ადოლფ სიუს ფაბრიკაში, რომანოვების დინასტიის 300 წლიანი ისტორიის აღსანიშნავად დამზადდა. 1920 წელს ფაბრიკას ფაბრიკას სახელი გადაერქვა და ეწოდა "Большевик" - სწორეს ამ სახელით მოხდა ორცხობილის Юбилейное რეცეპტურის დაპატენტება.

ორცხობილა იმ სახით და რეცეპურით, რომლითაც ჩვენ მას ვიცნობთ 1967 წლიდან იწარმოება.

2007 წლიდან ფაბრიკა შეისყიდა კომპანიამ "Kraft Foods". ხოლო 2013 წლიდან კი იგი კომპანიის "Mondelez International" მფლობელობაშია. ახალმა მფლობელებმა, კიდევ უფრო მეტად გაამყარეს ბრენდის პოზიციები, როგორც რუსეთის, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე - პროდუქტის განვითარებაში ჩადებული სწორი ინვესტიციების წყალობით. შესაბამისად ორცხობილამ შეინარჩუნა ხარისხის სტანდარტი და მოიპოვა მომხმარებლების ნდობა.

ორცხობილამ Юбилейное შეინარჩუნა მთავარი: გემო, რომელიც გვახსენებს ბავშვობას!

ორცხობილა დღემდე ამართლებს სლოგანს "საუკეთესო ბუნებისაგან", რადგან იგი მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით მზადდება.

 

Юбилейное - ტრადიციული 112გრ. 313გრ. 

Юбилейное - რძიანი 112გრ. 313გრ.

Юбилейное - რძიანი შოკოლადის მინანქრით 112გრ. 313გრ.