ორი ათეული წელია „მეგაკო“ წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე და ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.
კომპანიაში დასაქმებულია 700-ზე მეტი თანამშრომელი.
კომპანიის ავტოპარკი შედგება 130 დისტრიბუციის და 3 სატვირთო მანქანისაგან (რეგიონალური მიწოდება).
კომპანია „მეგაკო“ სრულად ფარავს საქართველოს ტერიტორიას.
სათაო ოფისი განთავსებულია თბილისში, ხოლო რეგიონალური ოფისები მდებარეობს შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ხაშური, ახალციხე, გორი, რუსთავი, გურჯაანი.
კომპანიის სადისტრიბუციო მოდელი ეფუძნება მატრიცულ სისტემას და მოიცავს საბითუმო გაყიდვებს და ვანსელინგს. კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლები სარგებლობენ "SoftServe" პროგრამული უზრუნველყოფით SalesWork DMS (ე.წ. "Pocket"), რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს სამუშაო პროცესს და ამცირებს ვადას პროდუქციის შეკვეთასა და მიწოდებას შორის.
დღეისათვის კომპანია „მეგაკო“ ამარაგებს 11 000-მდე სავაჭრო ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია “მეგაკოს” სადისტრიბუციო პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც მაღაზიათა ქსელებში: „კარფური“, „სმარტი“, „გუდვილი“, „ფრესკო“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ფუდმარტი“, „ჯიბე“ – ასევე საცალო გაყიდვის ობიექტებში.
კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე. ჩვენ ვაწვდით მომხმარებელს პროდუქტს, რომელის ხარისხიც მაღალია, ახალია და გააჩნია ხელმისაწვდომი ფასი.
პორტფელის მრავალფეროვნებისთვის მუდმივად ვეძებთ სანდო მომწოდებლებს. აღნიშნული სტრატეგია ჩვენი წარმატების საწინდარია.
კომპანიის მიზანი და მისია წლების განმავლობაში რჩება უცვლელი:
საქართველოს ყველა სავაჭრო ობიექტში იყოს ხელმისაწვდომი – ყველასათვის საყვარელი პროდუქცია!
ვიყოთ საუკეთესო ადგილი სამუშაოდ, სადაც საქმეს მარტივად და შედეგიანად ვაკეთებთ!
უმთავრეს ღირებულებას ჩვენს საქმიანობაში წარმოადგენს სოციალური პასუხისმგებლობა.
კომპანია “მეგაკო” უწევს დახმარებას სოციალურად დაუცველ, მზრუნველობა მოკლებულ, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
სიკეთე გადამდებია…